1 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარკირების დამრღვევი მძღოლების დაჯარიმების ახალი წესი თბილისში

თბილისის მერი პარკირების წესის დამრღვევი მძღოლების დაჯარიმების ახალ წესზე საუბრობს. დავით ნარმანიას აზრით, ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა ადგილზე დაჯარიმებით უნდა შეიცვალოს. ისრაელში ვიზიტით მყოფი მერი წერილობით განცხადებას ავრცელებს და სითი-პარკთან ხელშეკრულების ცვლილებას ითხოვს. დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულების შეცვლაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყო. როგორც მერი განმარტავს, ხელშეკრულება ისე უნდა შეიცვალოს, რომ ქალაქზე მიყენებული ზარალის კომპენსაცია მოხდეს და დაჯარიმების შემთხვევაში შემოსავლები "სითი პარკსა" და ბიუჯეტს შორის თანაბრად განაწილდეს. დავით ნარმანიას თქმით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების განვითარებაზეც. ანუ ტარდება კვლევა კონკრეტული ტერიტორიების ასარჩევად, რამაც, როგორც მერი ამბობს, "სითი პარკის" მონოპოლიური მდგომარეობა უნდა შეასუსტოს. "ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკურ პოპულიზმზე აგებულ განცხადებებს და პრობლემის მოგვარება საქმიანად გვსურს. თუ "სითი პარკი" გონივრულ ცვლილებებზე არ წამოვა, თბილისის მერია უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებას არ გამორიცხავს", - ნათქვამია თბილისის მერის განცადებაში, რომელსაც სითი-პარკიდან უკვე უპასუხეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები