1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

17 ივლისს გიორგი აბრამაშვილის საქველმოქმედო ფოტო-გამოფენა გაიხსნება

არასამთავრობო ორგანიზაცია გოლდენ პროდაქშენისა და საქვემოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას ორგანიზებით, 17-18 ივლისს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიხსნება ფოტოგრაფ გიორგი აბრამაშვილის საქველმოქმედო ფოტო-გამოფენა,   ფოტოებზე აღბეჭდილია ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების სახეები...

და ეს გამოფენა მთლიანად მათ ეძღვნებათ... გამოფენის დასრულების შემდგომ კი ფოტოები საჩუქრად გადაეცემა ბერი ანდრიას ფონდს და მის შვილობილებს.

ფოტოები წარმოდგენილია შავ-თეთრი სახით.

ეს არ არის გიორგი აბრამაშვილის პირველი შეხება ქველმოქმედებასთან და არც ბერი ანდრიას ფონდთან, გიორგი წლების მანძილზე მეგობრობს ამ ფონდთნ და მათთვის გამართულ არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა სრულიად უსასყიდლოდ, დღეს კი გადაწყვიტა მათ საკუთრი გამოფენა მიუძღვნას და საკუთრი გამოფენის გმირებად აქციოს ფონდის პატარა ანგელოზები.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის (კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის)  მხარდაჭერით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები