1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ მივდივარ GEM fest-ზე ნინი გოგიჩაიშვილი:„ძალიან მაგარი ლაინ-აფია...“

ნინი გოგიჩაიშვილი GDS-ზე „ბინა 18“-ში მუსიკალურ ნაწილს უძღვება. მუსიკა მისი ცხოვრების ნაწილია. GEM fest-ის ანაკლიაში ჩატარებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ ამგვარი პროექტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, ანაკლია წელს პირველად მასპინძლობს ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალს, რომელიც იქ 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. 

ნინი:

- წელს ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი პირველად ტარდება. ძალიან მიხარია, რადგან ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ასეთი პროექტი იქნება, მით უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში ახლა შემოვიდა ძალიან აქტიურად ელექტრონული მუსიკის მოსმენის კულტურა და ამ მხრივ კონკრეტულმა კლუბებმა დიდი საქმე გააკეთეს.
რომ ვთქვა, ამ ჟანრის დიდი მოყვარული ვარ, მართალი არ იქნება, არ ვარ ამ ჟანრში ძალიან ჩახედული, მაგრამ რეალურად ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც მოსწონს მსგავსი მუსიკა. GEM fest-ის ლაინ-აფზე ყველა გეტყვით, რომ ძალიან მაგარია. 

- ღია ცის ქვეშ ყოფილხარ მსგავს ფესტივალზე?

- მსმენია ამგვარ ფესტივალებზე, მაგრამ თავად არ ვყოფილვარ. პირველად მივდივარ წელს. მგონი, ისეთი მუსიკაა, კონკრეტული ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. მყავს ნანახი გერმანელი წყვილი, ხანში შესულები, რომლებიც ელექტრონულ მუსიკას უსმენენ. ბერლინში ვარ ნამყოფი და ამ მხრივ ძალიან განვითარებულები არიან. საქართველოშიც, დარწმუნებული ვარ, ამ ფესტივალს კარგი გამოხმაურება ექნება. 

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის 9-დღიანი მულტი-პასი, რომლითაც ნებისმიერ ივენთს დაესწრებით, eventer.ge-ზე იყიდება, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ GEM fest-ის ოფისშიც და ასევე TBC-ს სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები