საზოგადოება
,,ყველაფერი არის ჩემი ბრალი"- ზოოპარკის დირექტორის განცხადება
2015-06-17 18:01:00
ჩამოტვირთვა
ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით მან არ იცოდა,რომ ცხოველები ქალაქში ისევ დადიოდნენ.
"მთლიანად ვაცნობიერებ ამ მძიმე შემთხვევას,მაგრამ მიუხედავად ამისა მინდა,რომ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდო.
ვაცნობიერებ იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ჩემი შეტყობინების შედეგად ჩათვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. თუმცა გარწმუნებთ,რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის,რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს. „-განმარტა ზოოპარკის დირექტორმა.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება ერთი პატარა ვეფხვი და ერთი ზოლებიანი აფთარი,რომელიც ადამიანისთვის საფრთხეს არ წამოადგენს.
კომენტარები