1 9 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წლის სურპრიზი- სმენადაქვეითებული ქუჩაში გამოვიდა და მისმა ყველა მეზობელმა ნიშნების ენა იცოდა

ჩამოტვირთვა

"სამსუნგმა" და სტამბულის მცხოვრებლებმა სმენადაქვეითებულ მუჰარემს საოცარი სიურპრიზი მოუწყვეს. მთელმა სამეზობლომ საიდუმლოდ ნიშნების ენა ისწავლა. 

ვიდეო  სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომლის განხორციელებაშიც კომპანიას მუჰარემის და დაეხმარა. ერთი თვის განმავლობაში ბიჭის სამეზობლოში ფარული კამერები დამონტაჟდა. 

2014 წლის 28 დეკემბერს დასთან ერთად ქუჩაში გამოსულ მუჰარემს სასიამოვნო მოულოდნელობა ელის: მის ირგვლივ ყველა ჟესტების ენით საუბრობს. ჯერ მაღაზიის გამყიდველი ელაპარაკება ნიშნების ენაზე. შემდეგ მამაკაცი სთავაზობს ვაშლს ამავე მეთოდით. ბოლოს ქალი დაეჯახება და ბოდიშს ჟესტებით უხდის.

სულ უფრო გაოცებული მუჰარემი და ბოლოს თავის დას ეკითხება: "რა ხდება?" როცა მამაკაცი იგებს, რომ მთელი დღე მისთვის დაიგეგმა, გულაჩუყებულს ცრემლები მოსდის. 

ეს ყველაფერი "სამსუნგის" სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც სმენადაქვეითებულთათვის შექმნილი ვიდეო ქოლ ცენტრის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.კამპანიის სლოგანი ასე ჟღერს: "სამყარო ბარიერების გარეშე ჩვენი ოცნებაცაა."

 goodnews.on.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები