საზოგადოება
ნიკა ნატროშვილის მეუღლეს და სამი წლის გოგონას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ
2015-03-05 12:31:41
ჩამოტვირთვა
კიკეთში დაჭრილი ნიკა ნატროშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. რამდენიმე დღის წინ “ფოსტალიონმა” ნიკუშას დედასთან, რუსუდან ბოჭორიშვილთან ჩაწერა ინტერვიუ , საიდანაც გაირკვა, რომ ა.შ.შ.-ში, კლივლენდის კლინიკა თანახმაა, ურთულესი ოპერაცია ჩაუტაროს ნიკუშას, მაგრამ სამწუხაროდ, საკმარისი თანხის უქონლობის გამო ჯერ-ჯერობით ეს საკითხი ადგილიდან არ დაძრულა. ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოყვა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. განახლდა კამპანია ნიკუშას გადასარჩენად . 12 მარტს, სპორტის სასახლეში საქველმოქმედო ფონდის “ცხოვრება მშვენიერია”-ს და “ახალგაზრდა მთავრობის” ხელმძღვანელობით ტარდება გალა კონცერტი, სადაც ქართველმა შემსრულებლებმა გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი .
საბანკო ანგარიშები.
GE65PC0483600400001007 GEL ProCredit Bank მიმღები რუსუდან ბოჭორიშვილი
Swift MIBGGE22
საქველმოქმედო საიტი, სადაც შეგიძლიათ, თნხის ჩარიცხვა ბარათიდან: http://www.gofundme.com/iwcd0g
სპორტის სასახლეში, 12 მარტს, 20.00 საათზე საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
ფრანი, მგზავრები, რობი კუხიანიძე (აუთსაიდერი), გიო ხუციშვილი , დათო ხუჯაძე, ნიკოლშოუ, 33ა, ჯგუფი ლენდი და ქუჩის ბიჭები, loudspeakers, Shaly, ოთიკო ანდრიაძე თავის ბენდთან ერთად და ბაკურ ბურდული და ბევრი სხვა მომღერალი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია www.biletebi.ge -ზე . 7-8 მარტიდან კი სპორტის სასახლის სალაროებშიც გაიყიდება.
კომენტარები