1 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწაულებრივი მოვლენა თბილისში - მამა გაბრიელის ხატს მირონი სდის, რომელიც ხალხს კურნავს

ჩამოტვირთვა

სასწაულებრივი მოვლენა თბილისში. ლოტკინის დასახლებაში მაკა ესაკიასთან ყოველდღიურად ათობით ადამიანი მოსახლოცად და განკურნების იმედით მიდის. ამბობენ, რომ ბევრი უკვე განიკურნა. 

ყველაფერი კი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ესაკიების ოჯახში შუშის მტვრევის ხმა გაიგეს. მძინარე ოჯახმა აღმოაჩინა, რომ აღდგომას ნაყიდი მამა გაბრიელის ხატის შუშა გატყდა. რამდენიმე დღეში კი ხატიდან მირონის დენა დაიწყო. 

მაკა ესეკია ამბობს რომ ამის შემდეგ მას მამა გაბრიელი გამოეცხადა და მინიშნებები მისცა, მათ შორის ერთი იყო ის, რომ მირონი ხალხს განკურნავდა. ესეკიამ საპატრიარქოსგან მირონცხების კურთხევა მიიღო. ამის შემდეგ კი მის სახლში მოსალოცად და მირონსაცხებად ათობით ადამიანი დადის. 

თავად ესაკიაც და მოქალაქეებიც ამბობენ, რომ ბევრი განიკურნა. პოსტსკიპტუმმა ერთი უკვე ნგაკურნებული ბავშვის ოჯახი გადაიღო. სასწაულები აქაც მოხდა. მირონცხების შემდეგ ლიკა ალიმბერაშვილს შუბლზე წითელი ჯვარი გამოესახა ოჯახმა სასწაულს სურათები გადაუღო და შეინახა, თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. 

სისხლისმაგვარი სითხის გამოყოფა იმ პატარა ტომსიკამაც დაიწყო, რომელიც გოგონას გულზე ჰქონდა მიმაგრებული და რომელშიც მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული მიწა ინახებოდა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები