2 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-ს პეკინის ქუჩაზე მოკლული “საბის“ მკვლელი დააკავა -ვრცელდება ვიდეოკადრები

ჩამოტვირთვა

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსხნა. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ლევან კ. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ 11 ნოემბერს, ღამით, პეკინის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ნაცნობს, 1991 წელს დაბადებულ ბექა ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით დგინდება, რომ ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულმა ბექა ბ-ს რამდენიმე თვის წინ ასესხა და ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა. ლევან კ-მ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბექა ბ-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლევან კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ–ის 108 მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები