2 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

25 წლის ახალგაზრდა საკუთარ სახლში მოკლეს, შემდეგ კი ბინას ცეცხლი წაუკიდეს

ჩამოტვირთვა

მკვლელობა თბილისში. 25 წლის ახალგაზრდა საკუთარ სახლში მოკლეს, შემდეგ კი ბინაში ცეცხლი, სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.

გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა პეკინის 14 ნომერში გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილს ბინა ნაქირავები ჰქონდა.

ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ- კრიმინალისტები და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები