2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში-რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

ჩამოტვირთვა

მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს. ხულოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. თოვლის საფარის სიმაღლემ ერთ მეტრს მიაღწია.

ჩაიკეტა გოდერძის უღელტეხილი, თუმცა ბათუმი-ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეჩერებულა, შეფერხებებია სასოფლო გზებზე.

ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიანეთში ელექტროენერგია 7 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენითი სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო, მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა სამუშაოების დასრულება.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება აჭარის მუნიციპალიტეტში. ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია მახინჯაურის გვირაბის ტერიტორია, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე მობილიზებული იყო 30-მდე მძიმე ტექნიკა.

გზის გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ხულოს რაიონშიც, სადაც მეწყერი რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა. სტიქიის შედეგად ჩაქვის გვირაბთან ჩამოწოლილმა მეწყერმა სასაფლაოებს საფრთხე შეუქმნა.

ამ დროისთვის აჭარის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები