მსოფლიო
ასე ეხმაურება ფეხმძიმე მაკა ჩიჩუა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს..
2014-10-20 15:35:51
ჩამოტვირთვა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, პრეზიდენტთან სპეციალური ჯგუფის შექმნა იგეგმება, რომელშიც რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან.
შეხვედრას პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუაც ესწრებოდა. იგი მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსურად უნდა განხორციელდეს და მის მოსაგვარებლად ერთჯერადი რეაქცია საკმარისი არ არის.
„შეხვედრაზე საკმაოდ საინტერესო წინადადებები გამოითქვა, თუმცა, ჯერ ეს არ არის კონკრეტიკაში მოყვანილი. ამაზე უფრო მეტი ფიქრია საჭირო, მხოლოდ აღშფოთება და ერთჯერადი რეაქცია საკმარისი არ იქნება“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები გაერთიანდებიან.
კომენტარები