საზოგადოება
პატიმარს პრეზერვატივებში ჩადებული ტელეფონები უკანა ტანში უპოვეს -ვრცელდება კადრები
2014-10-15 16:54:28
ჩამოტვირთვა
მსჯავრდებულ ვ.ბ.-ს N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მიღებისას, საკონტროლო-გამშვებ პუნქტში ჩატარებული შემოწმება-დათვალიერებისა და შემდეგ, რენტგენოლოგიური კვლევისას, უკანა ტანში პრეზერვატივებში შეფუთული სამი მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს. ამის შესახებ "ინფო9"-ს სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს. საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 3782 მუხლის პირველი ნაწილით. საქმეს იძიებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, დანიშნულია სასამართლო კომპლექსური (ქიმიური, ტრასოლოგიური, ვიდეოსკოპიური, ჰაბიდოსკოპიური, საინფორმაცია-ტექნოლოგიური) ექსპერტიზა.
კომენტარები