0 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კიბე ხულოში, რომლის ასაშენებლადაც 2 495 ლარი გამოყო ტურისტებს ღირსშესანიშნაობა ჰგონიათ

ჩამოტვირთვა

დაბა ხულოში, აღმაშენებლის მეორე შესახვევში ქუჩის შუაგულში აღმართული 11- საფეხურიანი კიბის დანიშნულება ადგილობრივებისთვის გაუგებარია. გამგეობამ 2011 წელს მის ასაშენებლად 2 495 ლარი გამოყო. უცხოელებს ძეგლი ჰგონიათ და ფოტოს უღებენ-ამბობენ ადგილობრივები. მათი განცხადებით, თავის დროზე ავტომობილების მოძრაობის შეჩერებას მუნიციპალიტეტი სწორედ ამ საშუალებით შეეცადა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გივი ქედელიძე აღნიშნულ საფეხურებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოსახლეობამ ავტონაქანების გადაადგილების აკრძალვა ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით მოითხოვა. გივი ქედელიძის განმარტებით, 2011 წელს გამოცხადდა ტენდერი, რომლის შედეგადაც მშენებლობა ადგილობრივმა ინდმეწარმემ განახორციელა. კითხვაზე – რატომ არ გამოიყენა კიბის ნაცვლად ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვის სხვა საშუალება მუნიციპალიტეტმა, „მაცნეს“ პასუხი ვერ გასცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები