0 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ყაზბეგში, პარაპლანით ფრენისას ინდოელი ტურისტი ხეობაში ჩავარდა

ჩამოტვირთვა

მაშველებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, ხეობაში ჩავარდნილი ინდოეთის მოქალაქე სამევი ვიქარულ ისლამი ჩამოიყვანეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაბა სტეფანწმინდაში, პარაპლანით ფრენისას, ინდოელი ტურისტი ერთ-ერთ ხეობაში, მთის ფერდობზე ჩამოვარდა და მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამორიგეო განყოფილების სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ სამევი ვიქარულ ისლამის ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მაშველებმა მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს და საკაცით ხეობიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანამდე ჩამოიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის სამევი ვიქარულ ისლამის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები