0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიანიჭა

ჩამოტვირთვა

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა. როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, მიღებულია განჩინება , რომლის მიხედვით, აღდგება მცხეთის სრული ტიტული და მას წმინდა ქალაქი, წმინდა დედაქალაქი მცხეთა ეწოდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მელქისედეკ პირველი კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძი უდევს, რომელიც მე-11 საუკუნეში დაიწერა. პატრიარქმა ქადაგებისას მრევლს ანდერძი გააცნო, რომლის თანახმად, მელქისედეკ I კათალიკოსი ასახელებს სოფლებს, აგარაკებს, რომელიც მან ეკლესიას შესწირა და ამბობს, რომ ვინც მის შემდგომ იქნება, ანდერძი აღასრულოს. ანდერძში მელქისედეკ კათალიკოსი მცხეთას წმინდა ქალაქად მოიხსენიებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები