1 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მიახლების მსურველთათვის განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მიახლების მსურველთა დიდი ნაკადის უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მომლოცველების გადაადგილების წესს განსაზღვრავს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მიახლების მსურველთა დიდი ნაკადის უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: ქვეითად მოსიარულე მოქალაქეებმა ტაძრის დასავლეთ კარიბჭემდე მისასვლელად სამრეკლოს ქუჩით უნდა ისარგებლონ, საიდანაც სამების ცენტრალური შესასვლელიდან რკინის ჯებირებით მოწყობილი უსაფრთხოების დერეფნის გავლით შეძლებენ ტაძართან მისვლას. ტაძრიდან გამოსვლისას, მოქალაქეებმა სამხრეთის კარიბჭის მიმართულებით უნდა იმოძრაონ და სამების ეზო ერისთავის ქუჩის მხრიდან დატოვონ. ტაძრისკენ მიმავალ ყველა ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობა იზღუდება, ხოლო ხალხის ნაკადის მატებისას, შესაძლებელია, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ქუჩები პერიოდულად გადაკეტონ. იმისთვის, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და პოლიციამ შეძლოს ხალხის ნაკადის მოწესრიგება, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტაძარში შესვლის მსურველებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, ხელი შეუწყონ მათ წესრიგის დაცვაში და პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმოქმედონ“,-აღნიშნულია განცხადებაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...