მსოფლიო
ორი ცხედარი სამკურნალო ცენტრთან-რა მოხდა მიცკევიჩის ქუჩაზე და რა მიზეზებს ასახელებენ თვითმხილველები?
2014-01-27 15:15:38
ჩამოტვირთვა
წინასწარი ინფორმაციით, მიცკევიჩის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილებიდან, ერთი ექიმია, მეორე კი - მისი პაციენტი. პაციენტი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით არის გარდაცვლილი, ხოლო ექიმის ზ.ბ. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.
შემთხვევა მიცკევიჩის ქუჩის 29 ა ნომერში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრთან მოხდა. შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა ცენტრის პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
მეორე მამაკაცის ცხედარი კი შენობასთან ახლოს იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
კომენტარები