მსოფლიო
იუნა შაფათავა ქართულ ეროტიკულ არხს ხსნის
2014-01-20 12:45:32
მსახიობი და ტელეწამყვანი იუნა შაფათავა პირველ ქართულ ეროტიკულ არხს ხსნის.
"პირველ ქართულ ეროტიკულ არხს ვხსნი, ვმუშაობთ ახალ იდეებზე, კონტრაქტებზე, პროექტებზე. მხოლოდ ჩემი შესაძლებლობებით და მეგობრების დახმარებით ვაკეთებ ამ საქმეს. არ მყავს ბიზნესპარტნიორი, მაინტერესებს, როგორ კეთდება ფული ნულიდან. სწორად გათვლილი ბიზნესგეგმა ამართლებს, ბევრ ბიზნესმენს გაეცინება ალბათ, ინვესტიციის გარეშე ფულს როგორ იშოვისო, მაგრამ მე ვარ ჩემი ინვესტიცია. საბედნიეროდ, არ ვარ ისეთი მოხუცი, რომ ჩემი თავი არ გამოვაჩინო ჩაცმული ან გახდილი. გონებრივი შესაძლებლობებიც ხელს მიწყობს და მეგობრებიც. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეთი გათვლაა: რასაც მასა იღებს, იმას აწოდებენ. შენ უნდა აღზარდო მაყურებელი, მით უმეტეს, როცა 20 წელი სიბნელეში ვიჯექით. "- აცხადებს მსახიობი გაზეთ „ყველა სიახლაესთან“ ინტერვიუში
კომენტარები