1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რამ გამოიწვია ალილოს მსვლელობისას დაპირისპირება?

თბილისის საკრებულოსთან, ხელოვნურ განაყოფიერებაზე საპატრიარქოს პოზიციის გაპროტესტებას ალილოს მსვლელობისას ინციდენტი მოჰყვა. მსვლელობაში ასოციაცია "მომავლის იმედის" წარმომადგენელი თამარ ხაჭაპურიძე ასეთი პლაკატი მონაწილებდა: "სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ბავშვია, ნუ წაართმევ უფლებას გახდეს მშობელი". თამარ ხაჭაპურიძეს, რომელიც ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას აპროტესტებდა, ალილოს მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დაუპირისპირდა. მსვლელობის მონაწილეების განმარტებით დღეს არის წმინდა დღე და ქალბატონს არ ჰქონდა უფლება, ასეთი პლაკატით მიეღო მსვლელობაში მონაწილეობა. თავის მხივ თამარ ხაჭაპურიძემ განმარტა, რომ ის იცავს ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვთა უფლებებს. საბოლოოდ ვითარება საპატრულო პოლიციამ განმუხტა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები