მსოფლიო
TBC ბანკისა და IFC-ის საგანმანათლებლო ვებ-პორტალი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
2013-12-13 14:02:46
ჩამოტვირთვა
თიბისი ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ IFC–მ, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სპეციალურად მათთვის შექმნილი უფასო საგანმანათლებლო ვებპორტალი წარუდგინეს. აღნიშნული ვებპოტალი მცირე და საშუალო მეწარმეებს დაეხმარება ბიზნესის უფრო ეფექტურად მართვაში, კონკურენტუნარიანობისა და მომგებიანობის ამაღლებაში. ეს ყველაფერი კი ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.
მცირე და საშუალო ბიზნესის საგანმანათლებლო ვებ-პორტალი თიბისი ბანკის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის „ 7 ნაბიჯი წარმატებისკენ “ ახალი კომპონენტია. პროგრამა 7 სხვადასხვა კომპონენტს შეიცავს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წინსვლას განაპირობებს. IFC-ის ვებ-პორტალი, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაა განკუთვნილი, უცხოეთში 2002 წელს შეიქმნა და ამჟამად იგი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში 17 ენაზეა ხელმისაწვდომი. დღემდე მას მსოფლიოს მასშტაბით 20 მილიონამდე ადამიანი გაეცნო.
ვებ-პორტალის მისამართია: www.tbcbusiness.ge
კომენტარები