1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები კორტავას გარდაცვალების საქმეზე პასუხისგებაში მიეცნენ

ჩამოტვირთვა

მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.წ. ქურდული წესების მიმდევარები , კრიმინალური ავტორიტეტები გელა უშხვანი, სოლომონ დაშნიანი და თეიმურაზ გურეშიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან სად-ის #14 დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ილია შანშაშვილი და თენგიზ ნასარაია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ალექსანდრე ბაბუნაშვილი და სოციალური მუშაკი გიგა კოხოძე, ასევე მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები