1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ტატუს ისტორია და სიმბოლიკა - რატომ ვიხატავთ სხეულს?

ჩამოტვირთვა

დღევანდელ საზოგადოებაში ტატუ ძალიან პოპულარული და მიმზიდველია, უამრავი ადამიანი იკეთებს ტატუირებას იმიტომ, რომ მოდაშია, თუმცა არ იცის მისი მნიშვნელობა, ნაწილმა იცის, მოწონს და სურს, რომ მისი სხეულის ნაწილი გარკვეულწილად მეტყველი იყოს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ სხეულის მოხატვას ათასწლეულების ისტორია აქვს. თავად სახელწოდება ტაიტური ენის ფესვებიდან მოდის და სიტყვა „ტატაუ“ ითარგმნება, როგორც მონიშნვა. ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილ იქნა გიზას პირამიდის შესწავლისას, სადაც ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წლით დათარიღებული ქალი მუმიების სხეულზე სხვადასხვა ფორმისა და მნიშვნელობის უამრავი ტატუ აღმოაჩინეს. ეგვიპტელებმა ეს ხელოვნება მემკვიდრეობით მიიღეს, შემდგომში კი ძველ ბერძნებსა და სპარსელებს ასწავლეს. შვეიცარის მთებში აღმოაჩინეს დაახლოებით 2000 წლით დათარიღებული პირველყოფილი ადამიანის სხეული, რომელსაც ასევე უამრავი სვირინგი აღმოაჩნდა. 21-ე საუკუნემდე უძველესი წესით მოღწეულ გარდაცვლილთა ტატუირებული სხეულები მეცნიერებმა მრავალ ქვეყანაში აღმოაჩინეს. ტატუმ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა იაპონიაში. სხეულებზე სამგანზომილებიანი სურათების დახატვა სწორედ იაპონელების შემოღებულია. ტატუს მომხმარებლები თავიდანვე დიდ დატვირთვას და თავისებურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სხეულზე დახატულ ფიგურებს. მაგალითად, ინდიელები სხეულზე სალოცავ ტოტემებს გამოისახავდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს მათ ძალას მატებდა. ჩინეთში კი კანონდამრღვევებს შუბლზე სამ ხაზს ახატავდნენ, რათა ყველას გაეგო, რომ ისინი დამნაშავეები იყვნენ. შუა საუკუნეებში ტატუს მიხედვით შესაძლებელი იყო ადამიანის სოციალური ფენის განსაზღვრაც. ტატუს თითოეულ ფიგურას თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად ზვიგენი წინააღმდეგობის სიმბოლოა, ვეშაპი - ოჯახის, დელფინი - ჰარმონიის, მეგობრობის, ნიჟარა - სიყვარულის, ინტიმურობის, სამფეხა ბორჯღალო - მარადისობისა და ერთიანობის, ლომი - გამბედაობის, ხვლიკი - წარმატებისა და სიცოცხლის, პეპელა სულის, ტრანსოფმაციის, დრაკონი მაგიისა და სიბრძნის, მორიელი - საშიშროების. სხეულის მოხატვა განსაკუთრებით თინეიჯერებშია პოპულარული. აქტუალურია წარწერები სხეულის გარკვეულ ნაწილზე, ფერადი და 3D ტატუები. თუმცა, სამედიცინო თვალსაზრისით, სხეულზე ტატუს გაკეთება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, კერძოდ კი ალერგიასა და კანის გაღიზიანებასთან, რომელიც შეიძლება სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს. წყარო: evpatori.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები