მსოფლიო
ახალი სიტყვა მედიცინაში - სამი მშობლისგან გაჩენილი ბავშვები
2013-11-15 18:04:36
ჩამოტვირთვა
დიდი ბრიტანეთი უნდა გახდეს მსოფლიოს პირველი ქვეყანა, სადაც ნებადართული ქნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისა და ემბრიონის ფორმირების საეჭვო მეთოდი, რომელიც სამი ადამიანის დნმ-ს შეიცავს.ამის შესახებ Independent-ი იუწყება. მეთოდი უნდა დაეხმაროს იმ ოჯახებს, რომლის წევრები დაავადებულნი არიან სერიოზული მემკვიდრეობითი დაავადებებით, განმარტავს ჟურნალისტი სტივ კონორი (ადვილი წარმოსადგენია რა შეიძლება შეაჯვარონ ან დააკლონონ დღევანდელმა ვაი-მეცნერებმა; როგორ მონსტრებს წარმოგვიდგენენ ისინი მომავალში ადამიანის, ცხოველებისა და ქვეწარმავლების გენთა შეჯვარებით...).
"პარლამენტმა თუ მოიწონა, ბრიტანეთი გახდება პირველი ქვეყანა, სადაც ნებადართული იქნება "გენური თერაპიის" ფორმები, როდესაც რომელიღაც ოჯახის მომდევნო თაობის დნმ-ს სახე შეეცვლება, რათა აღმოფხვრილ იქნას მემკვიდრეობითი დაავადებები", - ამატებს ავტორი.
ასევე მოელიან, რომ პარლამენტმა შესაძლაო მიიღოს კანონი, რომელიც მწვანე შუქს აუნთებს მიტოქონდრიების შეცვლის მეთოდს და ეს მოხდება მომავალი წლის მიწურულს.
მიტოქონდრიების მემკვიდრეობითი დეფექტები გვხვდება 6500 ადამიანიდან ერთში. უმეტესობას დეფექტები გამოხატული აქვს მსუბუქად, მაგრამ ყოველ წელიწადში 5-10 ახალშობილი იბადება სერიოზული ნაკლოვანებებით, - წერს გაზეთი. დეფექტები იწვევენ გულისა და თირკმლების დაავადებებს, კუნთების კოორდინაციის პრობლემებს, კუნთოვან დისტროფიას და სხვა. ისინი გადაეცემიან მომდევნო თაობებს ქალის ხაზით.
გაზეთი დეტალურად აღწერს გენური თერაპიის მეთოდს: "ქალის უჯრედის ბირთვი, რომელიც დაავადებულია მემკვიდრეობითი დეფექტებით ჩაინერგება ჯანსაღი დონორი ქალის კვერცხუჯრედში, და აქედან მომავალი ახალშობილი მიიღებს ჯანსაღ მიტოქონდრიებს".
ეს ნიშნავს, რომ ბავშვი მემკვიდრეობით მიიღებს სამი ბიოლოგიური მშობლის დნმ-ს - 1) საკუთარი დედის, 2 საკუთარი მამის და 3) დონორი დედაკაცის. მაგრამ მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დონორისგან მემკვიდრეობით მიღებული იქნება ბავშვის გენების 0,1%-ზე ნაკლები.
ბრიტანეთში ბავშვებს არ მიეცემათ უფლება პირდაპირ შეიტყონ დონორი ქალის ვინაობა, რადგან ის ოფიციალურ მშობლად არ იქნება აღიარებული.
გოგონების შვილები, რომლებიც ზემოთაღწერილი მეთოდით დაიბადებიან, შეცვლილი მიტოქონდრიების მატარებლები იქნებიან. "ბრიტანეტში ასეთი გენური თერაპია დღს აკრძალულია. მთავარი სახელმწიფო ექიმი სელი დევისი ამბობს,
რომ ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენეს, რომ მეთოდი არანაირ პრობლემებს არ გამოიწვევს ბავშვებში.
თუმცა, ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ მიტოქონდრიების შეცვლა ასწევს ჯანმრთელობის გაუთვალისწინებელი გაუარესების რისკს და გაზრდის "ბავშვთა დიზაინის" გაჩენის პერსპექტივებს. რეპროდუქციული მედიცინის პროფესორი ელისონ მერდოკი, პირიქით, მიესალმება კანონპროექტზე მუშაობას: "მთავრობამ მიიღო მაღალზნეობრივი დადგენილება", - ბრძანებს პროფესორი.
მოკლედ რამდენად გაამართლებს ექსპერიმენტი ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა დღეს როცა კლონირება და ხელოვნური განაყოფიერება ჩვეულებრივი ამბავია, ადვიალდ სავარაუდოა რომ გენურ თერრაპიასაც აქვს სერიოზული სამომავალო პერსპექტივა.
კომენტარები