საზოგადოება
ბუნების საოცრება: ზაიონის ნაციონალური პარკი
2013-10-29 14:23:39
ჩამოტვირთვა
თუ გინდათ პლანეტის სილამაზე ნახოთ, პირველ რიგში ზაიონის ეროვნულ პარკს უნდა ეწვიოთ, რომელიც იუტას შტატში მდებაროებს. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა დიდი კანიონია, რომლის სიგრძეც 24 კილომეტრს აღწევს. ბუნების ამ ულამაზესი შედევრის არსებობა მდინარე ვირჯინიას დამსახურებაა. ტურისტებისთვის უსაყვარლესი ზაიონის ნაციონალური პარკი განსაკუთრებით შემოდგომითაა ლამაზი, როდესაც გარემო სხვადასხვა ფერშია შეფერადებული და ენით აუწერელ, არა ბუნებრივ სურათს ქმნის დამთვალიერებლის თვალში.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს პატარა თემები დასახლდნენ კანიონის ბუნებაში. სწორედ მათ შეურჩიეს კანიონს სახელი. მას შემდეგ ამ ადგილს იცნობენ, როგორც ზაიონის პარკი. ისინი ძალიან უფრთხილდებოდნენ ამ ბუნებას. მიუხედავად იმისა, ბუნებას დიდი სტიქიების გადატანა მოუწია, მოხდა უამრავი წყალდიდობა, მოსახლეობა აქ მიწებსაც ამუშავებდა და სოფლის მეურნეობაც კარგ მდგომარეობაში იყო.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ზაიონის სახელი საქვეყნოდ გახდა ცნობილი, უამრავი ტურისტი ჩამოდიოდა მისი სილამაზის სანახავად. თუმცა იქამდე მისასვლელი გზები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო. ამიტომ ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებით ტურიზმისათვის ერთ-ერთი პერსპექტიული ცენტრის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. 1918 წელს კი ამ ადგილს ზაიონის ნაციონალური პარკი ოფიციალურად დაარქვეს.
დღესდღეისობით ზაიონის ნაციონალური პარკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისათვის. ეს არის ადგილი კათარზისისათვის, სულიერი სიამოვნებისათვის, მათთვის ვისაც უყვარს ბუნება და ბუნებრივი სილამაზე.
კომენტარები