მსოფლიო
რუსული პრესა ქეთა თოფურიას ორსულობაზე ალაპარაკდა
2013-10-23 12:48:54
ჩამოტვირთვა
დიზაინერმა ალექსანდრ არათუნოვმა, რომელიც „А-Студио“ - ს სოლისტის მეგობარია, სოციალურ ქსელში ქეთა თოფურიას ფოტო ატვირთა, სადაც მომღერალი თავისუფალ კაბაშია გადაღებული. რუსული პრესა უკვე ალაპარაკდა თოფურიას შესაძლო ორსულობაზე და მაგალითად მოჰყავს მისი გარდერობის რადიკალური ცვლილება. აქამდე ქეთა თუ ტანსაცმელს საკუთარი ფიგურის წარმოჩენის მიხედვით არჩევდა, ახლა მომრერალმა სტილი შეიცვალა და მას უფრო თავისუფალი სამოსი აცვია, რაც ორსულობის პირველ თვეებს კარგად შენიღბავს. რუსი ჟურნალისტები მისი საქორწინო ჩაცმულობის სტილსაც განიხილავენ და საუბრობენ იმაზე, რომ ქეთა საკუთარ ქორწილში უკვე ორსულად იყო, რადგან კაბის სივიწროვის მიუხედავად, მუცელი არც ისეთი პატარა ჰქონდა, როგორც მანამდე.
კომენტარები