1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნარკოდანაშაულისათვის გერმანიის მოქალაქე დააკავეს

ჩამოტვირთვა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 23 წლის გერმანიის რესპუბლიკის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დამნაშავის პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ელ-ეს-დე“-თი გაჟღენთილი 72 მცირე ზომის ფირფიტა ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები