2 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"სიკვდილის" ბანაკი და ადამიანებზე ჩატარებული შოკისმომგვრელი ექსპერიმენტები

ჩამოტვირთვა

მეორე მსოფლიო ომის სისასტიკისა და ებრაელთა გენოციდის სახე...მილიონობით ნაწამები ადამიანი, შოკისმომგვრელი ექსპერიმენტები და სიკვდილის ბანაკად ქცეული ადგილი სახელად ოსვენციმი. ოსვენციმი წარმოადგენდა ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკთა კომპლექსს.მდებარეობდა პოლონეთის სამხრეთით ქალაქ ოსვენციმთან. მეორე მსოფლიო ომის წლებში აქ დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი “საცდელ თაგვებად” აქციეს და სასტიკად აწამეს. ბანაკში ჰყავდათ: -ებრაელები; -ბოშები; -იეჰოვას მოწმეები: -სამხედრო ტყვები; -გერმანელი მოღალატეები და ჰომოსექსუალები. 1939 წელს ოსვენციმი დაიკავეს გერმანელმა ჯარისკაცებმა და ქალაქს აუშვიცი დაარქვეს.1940 წლის 20 მაისს უშუალოდ ჰენრიხ ჰიმლერის ბრძანებით იწყება საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა,ბანაკი შედგებოდა ყაზარმის ტიპის 2-3 სართულიანი კორპუსებისგან. 1940 წლის 14 ივნისს ბანაკში მიიყვანეს პირველი ტუსაღები-ესენი იყვნენ 728 პოლონელი პოლიტ-პატიმარი,ხოლო 2 წლის განმავლობაში ბანაკში უკვე 20 000 ათასამდე ადამიანი დაატყვევეს. ადგილები უკვე შეზღუდული იყო და დაიწყო ბანაკის გაფართოვება. იქმნება კიდევ 2 ბანაკი,სადაც მილიონმადე ადამიანის დატყვევება იყო განზრახული და ამას გერმანული S.S_ის “ქოფაკები” წარმატებით ართმევდნენ თავს,ბანაკები ებრაელებით სავსე იყო და სწორედ მათზე ტყდებოდა ფაშისტთა “ჯოხიც”. ოსვენციმის ბანაკს მართავდა კომენდანტი რუდოლფ ჰიოსი,რომელიც 1947 წელს ჩამოახრჩვეს. 1943 წელს კი იწყება სისასტიკის ეტაპი-სამდიცინო ექსპერიმენტები ტყვეებზე.ამისათვის ოსვენციმში გამოუშვეს სისასტიკით ცნობილი ექიმი,”სიკვდილის ანგელოზად” და “ექიმ-სიკვდილად” წოდებული იოზეფ მენგელე. ბანაკში მდებარე ჰოსპიტალიდან რომელიც უფრო “სიკვდილის ოთახს” ჰგავდა ყოველდღიურად განწირული კივილის ხმები ისმოდა და ექსპერიმენტებს ათასობით ადამიანი ეწირებოდა. ადამიანის სხეულში შეჰყავდათ სხვადასხვა ქიმიური ხსნარი და აკვირდებოდნენ რეაქციას,”პაციენტებს” ხელოვნურად აავადებდნენ მალარიით და სხვა მძიმე სენით. შემდეგ ცდიდნენ პრეპარატებს. ასევე ყველაზე ხშირი იყო მამაკაცთა კასტრაცია და ქალთა სტერილიზაცია. ოსვენციმის ტერიტორიაზე იყო რამდენიმე კრემატორიუმი და გაზის კამერა.აქ დაიღუპა მილიონზე მეტი ადამიანი…ეს ფოტო კი გადაღებულია გაზის კამერაში,კედლებზე მომაკვდავი ადამიანების მიერ გაკეთებული ნაკაწრებია. ბანაკიდან გაქცევის ფაქტებიც მრავლდ იყო,მაგრამ გაქცევას “სიკვდილის კალოს” დატრიალება ახლდა თან,-როცა ბანაკიდან ვინმე გაიქცეოდა პასუხს ათასებს აგებინებდნენ. იყო შემთხვევა რომ 1 ადამიანი გაიქცა და ამის საპასუხოდ ფაშისტებმა ჯერ მისი ნათესავები დაატყვევეს და აწამეს, ხოლო შემდგომ კიდევ 600 ადამიანი. ბანაკის ტყვეებს შორის საბჭოთა ტყვეებიც მრავლად იყვნენ, ისინი ხშირად აწყობდნენ აჯანყებას და პრობლემებს უქმნიდნენ მცველებს, ამიტომ მათ საწინააღმდეგოდ ბანაკის ტერიტორიაზე ადამიანებზე დაგეშილი ძაღლების გამოყენება დაიწყეს. 1945 წელს გერმანალებს საქმეები ცუდად წაუვიდათ და იძულებულნი გახდნენ უკან დახევა დაეწყოთ. ოსვენციმის შრომისუნარიანი ტყვეების ნაწილი (დაახლოებით 58 000 ადამიანი) ნაცისტებმა სხვა ბანაკებში განაწილების მიზნით თან წაიყვანეს. ამავე წლის 27 იანვარს ოსვენციმში შედის საბჭოთა წითელი არმია, მათ იქ გამაოგნებელი სურათი ხვდებათ.ბანაკის სარდაფებში ნახეს 1 185 345 ცალი ბანაკის ტყვეთა კომბინიზონი,50 000 მდე წყვილი ფეხსაცმელი(გაზის კამერაში შესვლამდე ტყვეებს აშიშვლებდნენ,ხოლო ტანსაცმელს ინახავდნენ სხვა ტყვეთათვის);ასევე ნაწამებ ადამიანთა თავის ქალები(ერთ-ერთი ფაშისტი ჯალათი ებრაელთა თურმე თავის ქალების კოლექციასაც კი აგროვებდა)… სიკვდილიანობა კატასტროფული იყო ოსვენციმის ბანაკში.არსებობს რამდენიმე მოსაზრება: 1.ფრანგმა ისტორიკოსმა ჟორჟ ველერმა გამოაქვეყნა ნაშრომი სადაც მითითებულია,რომ “სიკვდილის” ბანაკებში მოკლეს 1,613 მილიონი ადამიანი, აქედან -1.44 მილიონი ებრაელი და 146 000- პოლონელი. 2.პოლონელი ისტორიკოსი ფრანციშკ პიპერი კი შემდეგ ვერსიას აყენებს- 1.1 მილიონი ებრაელი; 140 000 პოლონელი; 100 000 რუსი; და 25 000 ბოშა. 1947 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გაიხსნა მუზეუმი,ხოლო 1967 წელს იქ აღიმართა საერთაშორისო მონუმენტი,სადაც წარწერები იმ ენებზეა გაკეთებული რა ეროვნების ხალხიც შეეწირა ამ სასაკლაოს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები