2 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მერაბიშვილი ადიგენში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

ჩამოტვირთვა

ადიგენის რაიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით , ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანის ფეისბუქის გვერძე ვანო მერაბიშვილის განცხადება ვრცელდება. როგორც მერაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი ადიგენში ხელისუფლების მხრიდან სიტუაციის დაძაბვა ხელოვნურად ხდება. მსგავსი უგუნური ქმედებით, ამჟამინდელი მთავრობა არა უბრალოდ ხელჰყოფს ჩვენი ქვეყნის მაჰმადიან მოქალაქეთა ჯგუფის ფუნდამენტურ სამოქალაქო და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, არამედ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც მხოლოდ საქართველოს მტრებს აძლევს ხელს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში დღემდე ადგილი არანაირ მსგავს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ინციდენტს არ ჰქონია. ამ შემაშფოთებელი მოვლენების ფონზე, ადიგენის გამგებლის აბსურდული ბრალდებებით დაკავება, სიტუაციას რაიონში კიდევ უფრო დაძაბავს. მიმაჩნია, რომ ადიგენში სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა პირველ რიგში წარმოადგენს ხელისუფლების მცდელობას კონტროლი დაამყაროს ადიგენის რაიონზე, ერთადერთ რაიონზე სამცხე-ჯავახეთში, რომლის საკრებულოშიც უმრავლესობას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეადგენენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას გონს მოეგოს და ბოდიში მოუხადოს ადგილობრივ მუსულმან მოქალაქეებს. ასევე აუცილებელია შეწყდეს რეგიონში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის დევნა და ისეთი მგრძნობიარე თემებით სპეკულირება, როგორიცაა დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ. მთავრობის ვალია დაკავდეს ადამიანთა პრობლემების მოგვარებით და მოახდინოს საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები