2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სახელმძღვანელოების დაზიანებისთვის მშობლებს ახალი წიგნების ყიდვა მოუწევთ

ჩამოტვირთვა

სასკოლო სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასების შკალასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტებებს აკეთებს . როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობის შეფასების შკალა შემუშავებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ექსპერტების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების მონაწილეობით. სახელმძღვანელოები, სადაც დავალებები პირდაპირ წიგნში იწერება, არ არსებობს. დავალებების ჩაწერა მოსწავლის რვეულებში ხდება, რომლებიც ერთჯერადი გამოყენებისაა და სახელმწიფო ასევე უფასოდ გადასცემს მოსწავლეებზე. რაც შეეხება წიგნის ტექნიკურ ან ქარხნულ პრობლემებს. ლია გიგაურის განმარტებით, მშობელი, რომელიც სახელმძღვანელოს იბარებს, ვალდებულია, წიგნის შესაძლო ხარვეზის შესახებ სკოლის ინფორმირება მოახდინოს. მისივე თქმით, შეფასების შკალა მშობელსა და სკოლას გაუგებრობისგან იცავს და შემოწმება მოსწავლისთვის სახელმძღვანელოს გადაცემამდე ხდება. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა ვანდალიზმის ფაქტს, წიგნი განზრახ დაზიანდა ან ოჯახმა სახელმძღვანელო გააჩუქა, ასეთ შემთხვევაში მშობელი ვალდებულია, მის სანაცვლოდ სკოლას სხვა სახელმძღვანელო დაუბრუნოს, რომელიც ლია გიგაურის ინფორმაციით, ბაზარზე გაიყიდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები