2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პოლიციამ 132 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ამოიღო

ჩამოტვირთვა

სამართალდამცველებმა 132 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ამოიღეს. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა , ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ახმედ ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები