2 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული აკაკი ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გვიან ღამით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში, წმ. სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიაში ფარულად შეაღწია და შესაწირი ყუთიდან ფული მოიპარა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები