2 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მესტიციის პოლიციის უფროსი „ავტორიტეტისთვის“ გადახდილი ქელეხის გამო მოხსნეს?

ჩამოტვირთვა

შეეწირა თუ არა მესტიის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსის ილია გერლიანის თანამდებობა სკანდალურ ქელეხს? ამ კითხვაზე პასუხი ITV-მ შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან ვერ მიიღო ნინო გიორგობიანი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თუმცა ჟურნალისტების ვერსია როგორც ჩანს უსაფუძვლო არ აღმოჩნდა. ერთი კვირის წინ ინტერნეტ-პორტალმა პრესა.ჯიმ აღნიშნულ სკანდალზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. პორტალი იტყობინებოდა, რომ გერლიანმა, პოლიციის კუთვნილი ქონების დახმარებით, კრიმინალურ ავტორიტეტს ბესო იგივე „მუნჯო“ ჯაფარიძის ძმას ტარიელ „ტაი“ ჯაფარიძეს ქელეხი გადაუხადა. „მისი ორგანიზებისთვის აქტიურად მუშაობდნენ მესტიელი პოლიციელები. ისინი „პიკაპებით“ ეზიდებოდნენ საჭირო სურსათ-სანოვაგეს ზუგდიდიდან მესტიაში.“-წერდა მაშინ პრესა.ჯი. წყარო, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა პორესა.ჯი -ს აღნიშნავდა რომ როდესაც შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ შეიტყო, მესტიაში გენ-ინსპექცია გაგზავნა. მაშინ შსს-ში მსგავსი ფაქტი მართლაც კატეგორიულად უარყვეს. სკანდალიდან ერთ კვირაში კი ირკვევა, რომ ილია გერლიანი გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე ორგანოებიდან საერთოდ დაითხოვეს. ამის შესახებ შსს-მ ოფიციალურად განაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები