0 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბაჩო ახალაისთან ერთად ბრალდებული შვიდივე პირი თავისუფალია

ჩამოტვირთვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების ,სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამოაცხადა. ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ 7 პირი, მათ შორის გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, გაგა მკურნალიძე, სერჟანტი ალექსანდრე გორგაძეე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. დარასელია და კინწურაშვილი ძებნილებად ითვლებიან, ხოლო კალანდაძე, გორგაძე, კიკაბიძე და შამათავა გირაოთი არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული. სასამართლომ აღნიშნული შვიდი პირიც უდანაშაულოდ ცნო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები