0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ზაალ სამადაშვილის შემცვლელი „ექს ნაციონალი“ შიხიაშვილი იქნება ?

ჩამოტვირთვა

ზაალ სამადაშვილს დღეს, სავარაუდოდ, თანამდებობას დაატოვებინებენ. თბილისის საკრებულო თავმჯდომარის გადარჩევის საკითხს განიხილავს.სხდომის დღის წესრიგში ასევე თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და 13 კომისიის თავმჯდომარეების არჩევის საკითხი განიხილება. სხდომაში მონაწილოებას არ მიიღებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გადარჩევა და ახლის არჩევა კანონით არ შეიძლება.არ არის გამორიცხული, საკრებულოს სხდომის შემდეგ დღესვე კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომა დაინიშნოს. ახალი უმრავლესობა თავმჯდომარის პოსტზე, სავარაუდოდ, ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას წარადგენს.ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე შიხიაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს, თუმცა უმრავლესობის 25 წევრიდან 24 ხმაც საკმარისია. საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს ზალ სამადაშვილს პოსტი 2010 წლიდან უკავია. იგი ვაკის მაჟორიტარი დეპუტატია.თბილისის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობას არასამთავრობო სექტორი დააკვირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები