0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

ჩამოტვირთვა

სამართალდამცველებმა 38 წლის გია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვი“-ს ტიპის პისტოლეტი, ორი მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიების ინფრომაციით წარსულში გია ე. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და განზრახ მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი. იგი 2008 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით იყო შეწყალებული. საქმე აღძრულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები