0 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პროკურატურა ბავშვებზე მოძალადეებთან საპროცესო შეთანხმებებს აფორმებს

ჩამოტვირთვა

თელავის რაიონული პროკურატურა, 9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებულ მამაკაცთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს- ინფორმაციას „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს. პროკურორის ნათია მუხიაშვილის განმარტებით მამაკაცი ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. გარდა ამისა მისივე თქმით აღნიშნული დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნება და 25 ივლისს ჩანიშნული პროცესზე საქმე სავარაუდოდ საერთოდ დაიხურება. ეს პედოფილთან საპროცესო გარიგების გაფორმების პირველი შემთხვევა არ არის. გუშინ საქართველოს პროკურატურამ ანალოგიური გარიგება 46 წლის მამაკაცთანაც დადო, რომელიც 10 წლის ბიჭის გაუპატიურებაშია ბრალდებული. გარიგების შედეგად, ამ მამაკაცს 20 წლოიანი პატიმრობის ნაცვლად მხოლოდ წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ცნობილია,რომ დაკავებული წარსულში არაერთგზის იყო ნასამართლევი და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ამნისტიით გათავისუფლდა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაზარალებული მხარე მიუთითებდა, რომ ბრალდებულმა ბავშვს ძილის წამალი დაალევინა და ამის შემდეგ იძალადა მასზე. კონკრეტულად რა თანხა გადაიხადეს პედოფილმა მამაკაცებმა რათა რეალური სასჯელისთვის თავი აერიდებინათ პროკურატურა არ აკონკრეტებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები