საზოგადოება
ქართველი მამა უკრაინიდან შვილის გატაცებას ცდილობდა
2013-07-08 13:47:11
ჩამოტვირთვა
უკრაინელმა სამართალდამცავებმა საერთაშორისო აეროპორტ "ბორისპოლში" ქართველი ეროვნების მამაკაცი დააკავეს, რომელიც საზღვარგარეთ 3 წლის ბავშვის გაყვანას დედის ნებართვის გარეშე ცდილობდა.ქართველი მამაკაცი, რომელსაც ლიტვის მოქალაქეობა აქვს, უკრაინაში თბილისიდან ჩავიდა. ის ბორისპოლის აეროპორტიდან 3 წლის ბიჭუნასთან ერთად ვილნიუსში გაფრენას ცდილობდა. როგორც ბავშვის დედამ სამართალდამცავებს განუცხადა, მამამ შვილი სასეირნოდ წაიყვანა, ამის ნაცვლად კი აეროპორტში წავიდა.
მამის დაკავების შემდეგ ბავშვი დედას დაუბრუნეს, რომელიც აეროპორტში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
კომენტარები