მსოფლიო
ლუდსახარშმა „ზედაზენმა“ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა
2013-07-08 13:44:11
ჩამოტვირთვა
ლუდსახარშმა „ზედაზენმა“ „მომავლის სახლის“ აღსაზრდელებს უმასპინძლა. ექსკურსია ქარხანაში დიზაინერ ანუკა არეშიძისა და კომპანიის ინიციატივით მოეწყო. ბავშვებმა დაათვალიერეს „ზედაზენის“ შენობა, დაესწრნენ ლუდისა და ლიმონათის ჩამოსხმის პროცესს, გაეცნენ პროდუქციის მზადების სპეციფიკას და ადგილზე დააგემოვნეს „ზედაზენის“ ლომონათი. „მომავლის სახლის“ აღსაზრდელებს კომპანიამ საჩუქრებიც გადასცა. ლუდსახარშმა „ზედაზენმა“ 2012 წლის აპრილში დაიწყო წარმოება და დღემდე არაერთ ქველოქმედებაში აქვს თავისი წვლილი შეტანილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათთვის მნიშვნელოვანია მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მომავალი და საზოგადოებაში ინტეგრირება. დიზაინერი ანუკა არეშიძე კი თავის მხრივ გვერდში უდგას პატარებს და სხვადასხვა ხელობის დაუფლებაში ეხმარება, რათა მომავალში მაქსიმალური პოტენციალი გამოავლინონ საკუთარ პროფესიულ არჩევანში. ლუდსახარში „ზედაზენი“ მომავალშიც აპირებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობასა და თანამშრომლობას.
კომენტარები