0 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"დინამო არენასთან" მომხდარი ინციდენტის გამო სამი პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

დინამო არენასთან" გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, სამართალდამცველებმა ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავეს. დაკავებულები არიან ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია. სტადიონის "ვიპ" გასასვლელთან აღნიშნული ორგანიზაციის აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ გზის სავალი ტერიტორია დაეტოვებინათ და ტროტუარზე გადავიდნენ, რასაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გზაზე დაწოლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს. ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები