0 4 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს-მ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი - თურქეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს. დაკავებულებს მათი მართვის ქვეშ მყოფ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდათ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე. გამოძიებამ დაადგინა, რომ დამნაშავე თურქეთის მოქალაქემ 2012 წლის ოქტომბერში საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, სასაზღვრო-საემიგრაციო გამტარ პუნქტ „სარფი“-ს გავლით, სამგზავრო ავტობუსით უზბეკეთის მოქალაქე გადაიყვანა. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები