მსოფლიო
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
2013-07-06 13:01:09
ჩამოტვირთვა
სამართალდამცავებმა 1965 წელს დაბადებული ერთი პირი ნარკოდანაშაულისათვის დააკავეს.პოლიციამ წალენჯიხაში დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ხოლო ეზოს დათვალიერებისას 35 ძირი კანაფი ამოიღეს. ექპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 9 კილო და 208 გრ „მარიხუანა“–ს შემცველი ნედლი კანაფი და 2,26 გრ გამომშრალი „მარიხუანა“.ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დაკავების მომენტში „მარიხუანა“-ს ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებსგამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
კომენტარები