საზოგადოება
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
2013-07-04 12:38:34
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დააკავეს. დამნაშავე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ არის ნასამართლევი. მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა 80 აბი „სუბოტექსი“. ხოლო თავად ბრალდებულს ნარკოლოგიურმა შემოწმებამ ,,ბუპრენორფინი“-სა და სინთეზური ,,კანაბინოიდები“-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.
კომენტარები