0 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

ჩამოტვირთვა

სამართალდამცავებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი დააკავეს . 1993 წელს დაბადებული რომან ნ. და 1993 წელს დაბადებული ირაკლი ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა რომან ნ. თბილისში, გამსახურდიას ქუჩაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდით და 8 ვაზნით ამოიღეს. ირაკლი ქ. კი ბერბუკის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. მისი ბინიდან „მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 6 ვაზნით ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები