0 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბურთალოზე 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს

ჩამოტვირთვა

იოსებიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად განზრახ მკველობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ზურაბ კ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა გვიან ღამით, იოსებიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას 22 წლის თორნიკე ხიზანიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თორნიკე ხიზანიშვილი მიღებული სასიკვდილო ჭრილობით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ზურაბ კ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები