0 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამეგრელოსა და იმერეთში ერთდროულად დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები აღიარებენ ე. წ. ქურდული სამყაროს წევრობას, ამ სამყაროს წესების დაცვით მონაწილეობდნენ ე. წ. ქურდულ გარჩევებში, დავალებებს იღებდნენ ე. წ. კანონიერი ქურდებისაგან, თავის მხრივ კი შესაბამის მითითებებს აძლევდნენ ქურდული სამყაროს სხვა წევრებსა და მათი გავლენის ქვეშ მყოფ პირებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ ე. წ. ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ პირებთან, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები