საზოგადოება
ბავშვების წამების ფაქტზე ბანაკის დირექტორი დააკავეს
2013-06-27 16:40:14
ჩამოტვირთვა
სოფელ ვურმანსკის საბავშვო ბანაკით სამართალდამცველები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც სოციალურ ქსელში კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა. კადრებზე ნათლად ჩანს, რომ ბანაკის აღმზრდელები პატარა ბავშვებს ,სხვადასხვა ხერხით აწვალებენ და ამით ერთობიან, ისინი ბავშვებს აიძულებდნენ აბაზანაში ცივ წყალში დაეძინათ, შემდეგ კი მძინარე ბავშვებს მთელი დერეფანი იატაკზე ათრევდნენ.მათი თქმით, ამას ხუმრობით აკეთებდნენ და ამ ხერხით მათ ართობდნენ. გულგრილობის ბრალდებით დაკავებულია ბანაკის დირექტორი და ოთხივე აღმზრდელი ,როგორც გაირკვა მათი ასაკი 23 წელს არ აღემატება, კანონით მათ სამწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
კომენტარები