0 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაკეში 23 წლის ახალგაზრდა ამნისტირებულმა მოკლა?

ჩამოტვირთვა

"წუხელ ბარნოვზე ჩემი ოჯახის უახლოესი ადამიანი 23 წლის ლადო დაუშვილი ნაძირალას ტყვიას შეეწირა. ანგელოზივით ბიჭი, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე, უამრავი კარგი საქმის გამკეთებელი და ძალიან მაგარი კაცი. მკვლელი ამ დილით დააკავეს ცხინვალის გადასასვლელეთან, აღმოჩნდა ბესელია–კაკაბაძის მიერ ამნისტირებული ბანდიტი და უსასტიკესი ადამიანი. HI ბიძინა!!! რა ვქნათ ეხლა მოვეკიდოთ გაგებით? თუ ლადოს დედა და დები მოეკიდნონ გაგებით?თუ შენი პოლიტიკური ქულების დასაწერად და მხარდასაჭერად გამოშვებული მკვლელების და ბანდიტების ხროვის მსხვერპლი უნდა გახდეს უდანაშაულო ხალხი. იმის სინდისი მაინც უნდა ჰქონდეს, დიდი ზარზეიმით არ დაგვაბოლოთ დანაშაული შემცირდაო. შემცირდა კი არა ვაკეში სახლში გვიან ვერ გამივლია, ვინმე ნაძირალა და კაცის მკვლელი რომ არ შემხვდეს. რატომ? რატომ გამოუშვით პოლიტიკური იარლიყით ბანდიტები და მკვლელები? რატომ მოასხით მათ მართლა პოლიტიკური წამებულის მანტია? ოჯახის წევრი რომ მოგიკლან, როგორ მოეკიდები გაგებით ძალიან მაინტერსებს? მაქსიმალურად ვცდილობ კორექტური ვიყო. ძალიან აღელვებული ვარ", - წერს "ფეისბუქში" მოკლული ლადო დაუშვილის ოჯახის მეგობარი. შემზარავი მკვლელობა ვაკეში გუშინ მოხდა. 23 წლის ახალგაზრდას სასიკვდილო ტყვია არაყიშვილისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე გვიან ღამით ესროლეს. ლადო დაუშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივად შელაპარაკება სახელდება. დანაშაული სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. სამართალდამცავებმა 1993 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა უარყო, რომ დაკავებული ამნისტირებულია, მისი განცხადებით დავით ჭ. აქამდე ნასამართლევიც კი არ იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები