მსოფლიო
„რომპეტროლი“ სპორტული ავტომობილების მოყვარულებს პრემიუმ კლასის Efixs S-ს სთავაზობს
2013-06-25 18:56:53
ჩამოტვირთვა
კომპანია „რომპეტროლმა“ ბაზარზე პრემიუმ კლასის ახალი საწვავი Efixs S შემოიტანა, რომელიც სპორტული ტიპის ავტომობილებზეა გათვლილი. იგი შეიცავს ავტომობილის გაწევის ძალის დანამატებს და დამცავი საშუალებების ნაზავს, რაც ზრდის მანქანის გაწევის ძალას. Efixs S–ით გამართული ავტომობილი ადვილად იქოქება, მოძრაობს სტაბილურად, ვიბრაციის გარეშე და ემორჩილება მძღოლს მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას. პრემიუმ კლასის ორივე საწვავი Efixs და Efixs S წმენდს ინჟექტორებს და აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას, აშორებს სარქველებიდან ნადებს და უზრუნველყოფს ძრავის დაცვას. მისი ღირებულება კი იქნება იგივე, რაც ღირდა პრემიუმ კლასის საწვავი „Euro Super.” აღსანიშნავია, რომ „რომპეტროლის“ Efixs S 30 ივნისს პარტნიორობას გაუწევს BMW Club Georgia-ს სანახაობრივ შოუს გამართვაში, რომელიც რუსთავის ავტოდრომზე იქნება წარმოდგენილი.
კომენტარები