0 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედამ ჩვილი სადარბაზოში გადააგდო

ჩამოტვირთვა

ლანჩხუთში ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის სადარბაზოში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ახალშობილი გოგონა ადგილობრივებმა სადარბაზოს დერეფანში, სავარძელზე ნახეს. ფაქტის აღმოჩენისთანავე მობინადრეებმა პოლიცია გამოიძახეს. გოგონა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლანჩხუთის რაიონულ სავადმყოფოში გადაიყვანა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოში კიდევ ხუთ დღეს დარჩება. ამის შემდეგ მის ბედს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო გადაწყვეტს. ჩვილის მიტოვების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები