საზოგადოება
ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
2013-06-13 13:31:35
ჩამოტვირთვა
დღეს გამთენიისას, თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრებლიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, ელექტროდეტონატორები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით.
კომენტარები